დღის კალენდარი - 31 მაისი
წლის 151-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 214 დღე.
საეკლესიო კალენდარი
სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე. სულთმოფენობა. მარტვილია.
მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII)**; მოწამეთა ძმათა დავითისა და ტირიჭანისა (693); მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და შვიდთა ქალწულმოწამეთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე ლამფსაკიელთა (249 -251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV ); მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ბენედიმესი; წმიდათა მამათა შვიდთა მსოფლიოთა კრებათა, მღვდელმოწამისა თეოდორესი, რომთა პაპისა (VII).
სულთმოფენობა – სულიწმიდის მოსვლის დღესასწაულის ხალხური სახელწოდებაა, მარტვილია კი – სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის უძველესი სახელწოდება, რომელიც საღმრთისმსახურო წიგნებში უძველესი დროიდან უცვლელად მოიხსენიებოდა მათ ბეჭდურ გამოცემებამდე (XVIII-XIX სს.). ტერმინი „მარტვილია“ გვიჩვენებს, რომ ამ დღეს მოხდა დამოწმება (ბერძნ. „მარტვირია“) ქრისტეს საღმრთო ბუნებისა, რადგანაც აღესრულა მოწაფეებისათვის მის მიერ მიცემული აღთქმა, მოკლე ხანში სულიწმიდის მოვლინების შესახებ (საქმე მოც. I, 4-5). სულიწმიდის მოფენის სახელზე აგებულ ეკლესიებს ძველად საქართველოში „მარტვილიის ეკლესიის“ სახელით მოიხსენიებდნენ. სწორედ მარტვილიის დიდი საკათედრო ტაძრისაგან მიიღო სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ქალაქმა მარტვილმა, სადაც ეს ტაძარი აშენდა (VII ს.). მოგვიანებით ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე იკურთხა.
დაიბადნენ:
1819 _ უოლტ უიტმენი, ამერიკელი პოეტი. გარდაიცვალა 1892 წელს.
1887 _ სენ-ჟონ პერსი, ფრანგი პოეტი, 1960 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1975 წელს.
1923 _ რენე III, მონაკოს მთავარი.
გარდაიცვალნენ:
1594 _ იაკოპო ტინტორეტო, აღორძინების ხანის იტალიელი მხატვარი.
1809 _ ფრანც იოზეფ ჰაიდნი, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი.
1832 _ ევარისტ გალუა, ფრანგი მათემატიკოსი. მოკლეს დუელში.
1945 _ ლეონიდ პასტერნაკი, ცნობილი მხატვარი, პოეტ ბორის პასტერნიკის მამა.
1953 _ ვლადიმირ ტატლინი, რუსი მოდერნისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი.
მოვლენები:
1223 გაიმართა ბრძოლა მდინარე კალკაზე მონღოლებმა სასტიკად დაამარცხეს რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ლაშქარი.
1859 ამოქმედდა ლონდონის ცნობილი საათი ბიგ-ბენი.
1868 _ პარიზში პარკ სენ-კლოდში ჩატარდა პირველი ველოშეჯიბრება. ტრასის სიგრძე იყო 1200 მეტრი. გამარჯვება მოიპოვა ინგლისელმა ჯეიმს მურმა. საინტერესოა, რომ მაშინ სპორტული ველოსიპედი 73 კგ-ს იწონიდა.
1916 _ ინგლისისა და გერმანიის ფლოტებს შორის გაიმართა იუტლანდიის ბრძოლა, ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის დროს.
1974 _ სირიამ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი:
გაერო - დღე თამბაქოს გარეშე
გაერო - უთანასწორობასთან ბრძოლის დღე.
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები:
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - რესპუბლიკის დღე (1961).
ყაზახეთი - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღე.
აშშ - ხსოვნის დღე.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - რესპუბლიკის დღე.
დიდი ბრიტანეთი - გაზაფხულის დღე.
თურქმენეთი - თურქმენული ხალიჩის დღე.