მსოფლიო
    2026-06-01 | 06:12

    აშშ აცხადებს, რომ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, თეირანმა კი საჰაერო ბაზაზე თავდასხმით უპასუხა

    აშშ აცხადებს, რომ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, თეირანმა კი საჰაერო ბაზაზე თავდასხმით უპასუხა

    აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ საპასუხოდ, აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა.

    ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის სამხედრო ობიექტები ამერიკული MQ-1 ტიპის დრონის ჩამოგდების საპასუხოდ დაბომბეს.

    „აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ამ შაბათ-კვირას თავდაცვითი მიზნით დარტყმები განახორციელა ირანის რადარისა და დრონების სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობდა გორუკში, ირანსა და კეშმის კუნძულზე. წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული დარტყმები შაბათსა და კვირას განხორციელდა ირანის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რაც მოიცავდა საერთაშორისო წყლებში მოძრავი ამერიკული MQ-1 ტიპის დრონის ჩამოგდებას.

    აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა, სახმელეთო საკონტროლო სადგური და ორი ცალმხრივი თავდასხმის დრონი, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს“, — ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

    მოგვიანებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ სამიზნეში ამოიღეს საჰაერო ბაზა, რომელსაც აშშ სამხრეთ ირანზე თავდასხმებისთვის იყენებდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ბაზაზეა საუბარი.