მსოფლიო
    2026-06-10 | 06:09

    დატოვეთ ჩვენი რეგიონი, თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ -  აბას არაღჩი

    დატოვეთ ჩვენი რეგიონი, თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ -  აბას არაღჩი

    დატოვეთ ჩვენი რეგიონი, თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ,  - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

    „მიუხედავად ბრძოლის ველზე განცდილი მარცხისა, აშშ-მა გადაწყვიტა ჩვენი სიმტკიცე გამოსცადოს.

    ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები უპასუხოდ არ დატოვებენ არცერთ თავდასხმას და არცერთ მუქარას.

    დატოვეთ ჩვენი რეგიონი, თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ.

    სპარსეთის ყურის ისტორიაში მრავალი თავი არსებობს, რომელიც გარედან შემოჭრილი ძალების მძიმე ბედს აღწერს“, - აცხადებს არაღჩი.

    შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტს დაარტყეს.