მსოფლიო
    2026-06-11 | 05:53

    ირანის ოფიციალურმა პირებმა პირადად დამირეკეს და შეტევის შეჩერება მთხოვეს, იერიშები მალე შეჩერდება -დონალდ ტრამპი

    ირანის ოფიციალურმა პირებმა პირადად დამირეკეს და შეტევის შეჩერება მთხოვეს, იერიშები მალე შეჩერდება -დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა პირადად დაურეკეს და შეტევის შეჩერება სთხოვეს.

    ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იტყობინება.

    აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ იერიშები მალე შეჩერდება, თუმცა, მისივე თქმით, ირანთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, თავდასხმა კვლავ გაგრძელდება.

    დონალდ ტრამპის თქმით, ირანის მიმართულებით გასულ ღამეს „ტომაჰავკის“ ტიპის 49 რაკეტა გაუშვეს.

    აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან მიმდინარე მოვლენებს „ისტორიაში ყველაზე მეტად დარღვეულ ცეცხლის შეწყვეტად“ მოიხსენიებს.

    ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანზე დარტყმების უახლესი ტალღა დაასრულეს. ამჯერად თავდასხმის სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა მთელი ირანის მასშტაბით.

    წყარო