დღეს ირანთან ომი დავასრულეთ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი დაასრულა.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ონლაინ შეკრებაზე, რომელიც Burt Jones-ის მხარდასაჭერად იმართებოდა.
„არ ვიცი, თუ გაიგეთ, მაგრამ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. ისინი დათანხმდნენ, რომ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვდით. სწორედ ეს იყო მთელი მიზანი. ეს საკითხის 95 პროცენტს შეადგენდა“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა თქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულია „ძალიან ძლიერი ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
ტრამპის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელება გააუქმა. ამასთან, სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან მიანიშნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მისი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ირანის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია რაიმე შეთანხმების მიღწევა. ამავე დროს, ტრამპის განცხადებით, აშშ გააგრძელებს ირანის პორტებში შემსვლელი და გამომსვლელი გემების ბლოკადას მანამ, სანამ „ეს გარიგება საბოლოოდ არ გაფორმდება“.