მსოფლიო
2026-06-15 | 05:38
კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლავრის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა და სერიოზული ხანძარი გაჩნდა. რუსებმა განზრახ დაარტყეს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავის გულს!“- განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.
მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
მსგავსი სტატიები
2026-06-12 | 06:55
დღეს ირანთან ომი დავასრულეთ - ტრამპი