თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:
„თუ პუტინს ომის გაგრძელება სურს და მისი დასრულება არ სურს, მაშინ ჩვენ ამას მშვიდად არ დაველოდებით. ჩვენ ამას ვუპასუხებთ. მათ ლავრას დაარტყეს. მე ვთქვი, რომ ჩვენ პასუხს მოვამზადებდით და თქვენ ამას ხედავთ. ჩვენ ეს ომი არ გვსურს და რა თქმა უნდა, არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება“.
ზელესსკის თქმით, ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„სხვადასხვა სახის ზეწოლას ვგულისხმობ. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ პარტნიორების სანქციებსაც მოიცავს, მათ შორის ენერგეტიკაზე, ჩრდილოვან ფლოტზე, ნავთობზე, გაზზე, საბანკო სისტემასა და თავდაცვის ინდუსტრიაზე. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. რუსმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, პუტინი იბრძვის, მაგრამ ამისთვის საფასურს ხალხი იხდის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.