მსოფლიო
    2026-06-26 | 06:32

    ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი

    ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი

    ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრი კარლოს ალვარადო ავრცელებს.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ია, 200-ზე მეტი ადამიანი კი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

    სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა.

    ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. ბოლო ინფორმაციით დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი.

    ვენესუელაში ორი ძლიერი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.