მსოფლიო
    2026-07-08 | 07:09

    „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

    „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

    „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.

    ირანული მხარის განცხადებით, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელსაც თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.

    მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანზე განხორციელებული ბოლო იერიშის დროს 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. მათივე ცნობით, ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა.

    ამერიკელი სამხედროების ცნობით, იერიში მიიტანეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 60-ზე მეტ მცირე ზომის ხომალდზე. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, ირანს შეთანხმების დარღვევისთვის პასუხი აგებინოს.