მსოფლიო
2026-07-09 | 02:39
ეს ირანის მიერ გემების გუშინდელი დაბომბვის საპასუხო ქმედებაა - დონალდ ტრამპი
ეს ირანის მიერ გემების გუშინდელი დაბომბვის საპასუხო ქმედებაა. თუ ეს კიდევ განმეორდება, საქმე გაცილებით უარესად წავა! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულ პოსტს ტრამპი ურთავს ფოტოსურათს, რომელშიც, მისივე ცნობით, ირანის სამხრეთით მდებარე ჩაბაჰარში განხორციელებული თავდასხმაა ასახული.
აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებით, იერიშების მიზანი ირანის შესაძლებლობების შეზღუდვაა, რათა მან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობას საფრთხე ვეღარ შეუქმნას.
მსგავსი სტატიები
2026-07-28 | 11:21
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა