მსოფლიო
    2026-07-11 | 07:59

    1000 რაკეტა გამზადებულია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება - დონალდ ტრამპი

    1000 რაკეტა გამზადებულია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება - დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი მის მკვლელობას თუ შეეცდება, ვაშინგტონი თეირანს 1000 რაკეტით დაარტყამს.

    მისივე თქმით, შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია.

    „1000 რაკეტა გამზადებულია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანის მთავრობა შეასრულებს მსოფლიოს მრავალ კუთხეში გაჟღერებულ მუქარას, მოკლას ან სცადოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის მოკვლა, ამ შემთხვევაში, მე! ბრძანებები უკვე გაცემულია და აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, სურთ და შეუძლიათ, ერთი წლის განმავლობაში, გახანგრძლივების პირობით, სრულად გაანადგურონ ირანის მთელი ტერიტორია – დიდება ალაჰს“, – წერს ტრამპი.

    იქამდე კი ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტს“ განუცხადა, რომ  „ინსტრუქციები დაუტოვა“ შეერთებულ შტატებს, ირანს უპასუხონ უზარმაზარი სამხედრო ძალით, თუ ირანი მის მოკვლას შეძლებს.