მსოფლიო
    2026-07-13 | 07:27

    აშშ-მა დაასრულა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა - აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა

    აშშ-მა დაასრულა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა - აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა

    აშშ-მა დაასრულა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა, რომლის დროსაც რამდენიმე ლოკაციაზე ათობით სამიზნეს ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენებით დაარტყა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

    ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა პირველად დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო რადარებს, რაკეტებსა და დრონებს, ასევე მცირე ზომის ნავებს აშშ-ის გამანადგურებლების, საზღვაო ხომალდების, საჰაერო დრონების და საზღვაო დრონების გამოყენებით.

    ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-მა დარტყმები ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

    წყარო