მსოფლიო
    2026-07-14 | 06:49

    დრონების შეტევის შემდეგ რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

    დრონების შეტევის შემდეგ რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

    რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. რუსული წყაროების ინფორმაციით, აფეთქებები საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა.

    გავრცელებული ცნობებით, დარტყმის სამიზნე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ იყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

    ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში რამდენიმე აფეთქებისა და დრონების თავდასხმის შესახებ წერდა.

    „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია. საწარმო წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

    ამასთან, აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკიდანაც. გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

    ამ დროისთვის რუსეთის ოფიციალურ უწყებებს თავდასხმის შედეგებისა და შესაძლო ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.