მსოფლიო
    2026-07-14 | 07:29

    ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზას დაარტყა

    ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზას დაარტყა

    ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ სამშაბათს ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზას დაარტყეს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებას ირანული სააგენტო Fars News ავრცელებს.

    განცხადებაში, რომელსაც Reuters-იც ციტირებს, რევოლუციის გუშაგები იორდანიის მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების დემონტაჟისკენ მოუწოდებენ.

    IRGC-ის განცხადებაში ნათქვამია:

    „თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ თქვენს ქვეყანასთან არავითარი მტრობა არ გვაქვს. პირიქით, გვიყვარხართ თქვენ — ღირსეული ხალხი, რომელსაც პალესტინელი ხალხის ტკივილი და ჩაგვრა სხვა ნებისმიერ ერზე უკეთ ესმის.“

    იორდანიაში რამდენიმე ამერიკული სამხედრო ობიექტი და ავიაბაზაა განთავსებული. ორშაბათს თეირანი აცხადებდა, რომ საპასუხო დარტყმების ფარგლებში იორდანიაში მდებარე პრინც ჰასანის ავიაბაზას დაარტყა, თუმცა იორდანიის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.