აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 14 ივლისს ირანის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაცია დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიებსა და ირანის სანაპირო ზონებში ათეულობით სამხედრო სამიზნე განადგურდა.
CENTCOM-ის განცხადებით, შვიდსაათიანი ოპერაციის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა ავიაციამ, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს ირანის სარაკეტო და დრონების ინფრასტრუქტურას, საზღვაო შესაძლებლობებსა და სანაპირო თავდაცვის სისტემებს.
სარდლობის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის შესაძლებლობების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო, რათა მან ვერ შეძლოს კომერციული გემებისა და სამოქალაქო ეკიპაჟებისთვის საფრთხის შექმნა.
ამავე დღეს აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაახლეს საზღვაო ბლოკადა იმ გემების მიმართ, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო რაიონებში მიემართებიან ან იქიდან გამოდიან.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან შეასრულონ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაცემული ნებისმიერი ბრძანება.