მსოფლიო
    2026-07-15 | 07:47

    შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემი დავაზიანეთ - უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები

    შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემი დავაზიანეთ - უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები

    უკრაინის  ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ 15 ივლისის ღამეს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემი დააზიანეს.

    ინფორმაცია უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ ბროვდიმ (საბრძოლო მეტსახელი „მადიარი“), გაავრცელა.

    მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის არის:

    • 17 ნავთობის ტანკერი;

    • 2 გაზმზიდი ტანკერი;

    • 1 ბუქსირი.

    ბროვდის განცხადებით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში საერთო ჯამში 116 გემი გაანეიტრალეს.

    მანამდე, 14 ივლისის ღამეს, უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დააზიანეს რუსეთის ხუთი ნავთობის ტანკერი, ხუთი მშრალი ტვირთმზიდი და ერთი ბუქსირი.