მსოფლიო
    2026-07-16 | 06:09

    რუსეთის ბალისტიკური იერიში კიევზე – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდია

    რუსეთის ბალისტიკური იერიში კიევზე – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდია

    რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ბალისტიკური თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულებს შორის კი 16 წლის მოზარდია.

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდაპირველად დაშავებულთა რაოდენობა ექვსი იყო. მისი თქმით, სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მოგვიანებით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა (ГСЧС) დააზუსტა, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

    რუსული იერიშის სამიზნე გახდა კიევის სვიატოშინისა და დარნიცკის რაიონები.

    დარნიცკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობე შენობაში, ასევე ახლოს გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებსა და კიდევ ერთ სასაწყობე ობიექტში. მაშველების ინფორმაციით, ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია.

    სვიატოშინის რაიონში ჭურვის მოხვედრის შედეგად ერთსართულიან სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

    უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, მაშველები აგრძელებენ რუსეთის თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ხოლო დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.