მსოფლიო
2026-07-17 | 09:49
შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის ძალებმა, მათ შორის გამანადგურებლებმა, საჰაერო დრონებმა და სამხედრო გემებმა, გამოიყენეს ზუსტი საბრძოლო მასალა, რომელმაც ირანის ათობით სამხედრო სამიზნეს დაარტყა, როგორიცაა სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და საზღვაო შესაძლებლობები“, - აცხადებს CENTCOM-ი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა დარტყმების რაოდენობის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ძალები „ირანს პასუხისმგებლობას აკისრებენ კომერციულ გემებზე ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო“.