მსოფლიო
    2026-07-20 | 10:06

    შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ შაბათ-კვირის შეტევების სერია დაასრულა

    შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ შაბათ-კვირის შეტევების სერია დაასრულა

    აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 19 ივლისს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების ზედიზედ მეცხრე ღამე წარმატებით დასრულდა.

    CENTCOM-ის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში სამიზნე გახდა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების პოზიციები, ასევე საკომუნიკაციო ქსელები.

    აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების შემდგომი შემცირება, რათა მან ვეღარ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებზე თავდასხმების განხორციელება.

    CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები მოქმედებენ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მითითებების შესაბამისად და ირანს პასუხისმგებლობას აკისრებენ მისი ქმედებებისთვის.

    „CENTCOM-ის ძალები კვლავაც მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან, მოქმედებენ მიზანმიმართულად, ეფექტიანად და მზად არიან ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.