მსოფლიო
    2026-07-20 | 10:21

    ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან ცოტა რამ დარჩათ - დონალდ ტრამპი

    ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან ცოტა რამ დარჩათ - დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიმართულებით დარტყმები იორდანიასა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად განხორციელდა.

    „ჩვენ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ, იცით, ეს დიდებული ხალხი, დიდებული პატრიოტები იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან ცოტა რამ დარჩათ. აქვთ გარკვეული რაოდენობის რაკეტები, გარკვეული რაოდენობის დრონები. სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება. ღამითაც ძალიან ძლიერად დავარტყით. ეს გავაკეთეთ სამი დიდებული პატრიოტის პატივსაცემად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.