მსოფლიო
    2026-07-21 | 09:58

    შეერთებულმა შტატებმა ირანზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა

    შეერთებულმა შტატებმა ირანზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა

    აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 20 ივლისს ირანზე  მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

    CENTCOM-ის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების პოზიციებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. უწყების განმარტებით, ოპერაციის მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების შემცირება, რათა მან ვეღარ შეძლოს ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმების გაგრძელება.

    ცენტრალური სარდლობის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო დერეფანში კომერციული გემების მოძრაობა უწყვეტად გრძელდება. CENTCOM-ის მონაცემებით, მაისის დასაწყისიდან ამერიკულმა ძალებმა ხელი შეუწყვეს დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს.

    უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები რეგიონში მზადყოფნას ინარჩუნებენ და ირანს პასუხს აგებინებენ ნებისმიერი გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც თავისუფალი ნაოსნობის უფლებით მოსარგებლე სამოქალაქო მეზღვაურებისა და კომერციული გემების წინააღმდეგ იქნება მიმართული.