მსოფლიო
    2026-07-22 | 10:26

    რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები - Wildberries-ის დამფუძნებელი

    რუსეთის ქალაქებში, კრასნოდარსა და ნევინომისკში ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები - Wildberries-ის დამფუძნებელი

    გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, დრონების შეტევის შედეგად, Wildberries-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოჯისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ​დრონების დარტყმების შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის შემოგარენშიც.

    ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებზეც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში 20–30 აფეთქების ხმა ისმოდა. მათი თქმით, საჰაერო განგაშის სირენა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაირთო, დაახლოებით ორი წუთით, შემდეგ კი გაითიშა.

    წინასწარი ინფორმაციით, შეტევის სამიზნე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი, Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბი იყო, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

    „კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან შედეგების აღმოსაფხვრელად“, - წერს კომპანიის დამფუძნებელი ტატიანა კიმმა „ტელეგრამ“ არხზე. 

    მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.