სამართალი
    2026-07-25 | 13:23

    იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა და სასამართლო დაბრაზიდან გათავისუფლდა

    იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა და სასამართლო დაბრაზიდან გათავისუფლდა

    ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ხურცილავას საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" ახალგაზრდულის წევრები, პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს. 

    ხურცილავას მიმართ საქართველოს პროკურატურა 5000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა. თუმცა დაცვის მხარემ კლასიკური გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დააკმაყოფილა და ნიკო ხურცილავა დარბაზიდან გაათავისუფლა.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

    23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

    სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

    წყარო

    ფოტო: "ტვ პირველი".