კომენტარი
    2026-07-25 | 14:00

    თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ ის გაიდინგოს - გია გაჩეჩილაძე

    თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ ის გაიდინგოს - გია გაჩეჩილაძე

    ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის - თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ ის გაიდინგოს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია გაჩეჩილაძემ, რომელიც ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ხურცილავას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო მისული.

    "ეს ძალადობა არ არის - ეს არის ღირსების დაცვა რა. ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის - თუ იმას აქვს უფლება, რომ ნოდარ დუმბაძეს შეაგინოს, მეც მაქვს უფლება, რომ ის გაიდინგოს - გინდაც სროკით, გინდათ უსროკველად. ეს არ იყო იუმორისტული ნომერი, ნოდარ დუმბაძის გულს შეაგინა - შეიძლება აკრიტიკო, ყველანაირად ილაპარაკო, თუ კრიტიკა გინდა, მაგრამ წმინდას რაც შეეხება საქართველოს საუნჯეს, ვერავინ ვერ შეეხება. ეს კარგად გაითვალისწინოს სულ ყველამ. ციხეში წასვლით თუ არაციხეში წასვლით - მაინც არავის არაფერი გაუტარდება. არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც ძალადობას გამოიწვევს... თუ განმეორდება იგივე, განმეორდება ესეც", - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

    ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 39 წლის ნიკო ხურცილავას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა  პოდკასტში  მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

    23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

    სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

    მსგავსი სტატიები