საზოგადოება
    2026-07-27 | 17:38

    პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება - ლევან ჟორჟოლიანი

    პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება - ლევან ჟორჟოლიანი

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება.

    მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

    „პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ, დაახლოებით, 3000 ვაკანსიას სტაჟირებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. წინა სტაჟირების მონაცემები რომ გითხრათ, თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმება უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება. მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, რომ გაეზარდათ თავდაპირველი კვოტები სტაჟირების მიმართულებით და კიდევ ერთხელ, აქედანაც მოვუწოდებთ, მაქსიმალურად ჩაშალონ ეს ყოველი სოფლის და დასახლების დონეზე, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში და საკუთარ რაიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“.