სოცმედია
2026-07-27 | 18:17
ახლა ყოველგვარი ხუმრობის და ღლიცინის გარეშე, ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებ ძვირფასო საქართველოს მთავრობა... გონს მოეგეთ, გოონს, მითქვამს მე თქვენთვის - გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ყოველგვარი ხუმრობის და ღლიცინის გარეშე, ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებ ძვირფასო საქართველოს მთავრობა . ძალიან ცუდს. გავლილი გვაქვს ეგ ყველაფერი უკვე 90-იან წლებში და აღარ გვინდა. ნანახი გვყავს მხედრიონიც, თეთრი გიორგიც, საძმოებიც, სახალხო მოძრაობებიც და კიდევ ათასი ჯურის "სიწმინდეების" და "მეობა-კაცობის" დამცველებიც.
რით დასრულდა ყველაფერი ეგეც, საუბედუროდ გვახსოვს და ჭკუას მოუხმეთ, აზრზე მოდით თორემ, დღეს რასაც ვიმკით იმ 90-იანების დათესილია და ახლა უკვე კაცმა არ იცის რა შედეგები ექნება თქვენს ამ იდიოტობას..
გონს მოეგეთ, გოონს. მითქვამს მე თქვენთვის...“.