მსოფლიო
    2026-07-28 | 11:21

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

    „ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

    ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

    ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30 საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.