მსოფლიო
2026-07-31 | 10:34
აშშ ყოველდღიურად ახალ დანაშაულს სჩადის – ისინი ამისთვის პასუხს აგებენ - ირანის პარლამენტის სპიკერი
ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ აშშ „ყოველდღიურად ახალ დანაშაულს სჩადის“ და კეშმის კუნძულზე მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებულ თავდასხმას მინაბსა და ლამერდში მომხდარი მოვლენების გაგრძელებად აფასებს.
„აშშ ყოველდღიურად ახალ დანაშაულს სჩადის. კეშმის კუნძულზე მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა მინაბსა და ლამერდში ჩადენილი სისასტიკის გაგრძელებაა. ამერიკელები შეეჩვივნენ ბრძოლის ველზე მიღებული სილის უდანაშაულოთა სისხლით ანაზღაურებას. ისინი ამისთვის პასუხს აგებენ“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.