კომენტარი
    2026-08-03 | 17:07

    მხოლოდ დადებითი შემიძლია, ვთქვა ვანო ზარდიაშვილზე, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა - ირაკლი კობახიძე

    მხოლოდ დადებითი შემიძლია, ვთქვა ვანო ზარდიაშვილზე, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა - ირაკლი კობახიძე

    მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული

    „ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა – ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული“, – განაცხადა პრემიერმა.

    მსგავსი სტატიები