საზოგადოება
    2026-08-21 | 17:09

    „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

    „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

    საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ახლა უკვე ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაშიც არის ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკისა და ბულბულის პარტნიორობის ფარგლებში, ბავშვებსა და მშობლებს იავნანას სამენოვანი ვერსიების მოსმენა აუდიო ზღაპრების პლატფორმაზეც შეეძლებათ.

    ბულბული აუდიო ზღაპრების პლატფორმაა, რომელიც ბავშვებს 100-მდე ხალხური და კლასიკური ზღაპრის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმას ყოველკვირეულად ახალი ჩანაწერები ემატება, ზღაპრები კი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

    „იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბავშვებისთვის ქართული ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებაში ეხმარება. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ახალი სიტყვების ნაცნობ მნიშვნელობებთან დაკავშირებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს.

    „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულბულის ვებ-გვერზე და აპლიკაციაში ბავშვებს მრავალფეროვან აუდიოკონტენტთან ერთად ისეთი ისტორიებისა და ჩანაწერების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებას ქმნის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, პლატფორმაზე „იავნანას“ სამენოვანი ვერსიებიც დაემატა. გვჯერა, რომ ეს ჩანაწერები კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, ქართული ენის მოსმენა ყოველდღიურობის ბუნებრივ და სასიამოვნო ნაწილად აქციოს და მასთან კავშირი შეინარჩუნოს“, - განაცხადა ნათია ამირიძემ, “ბულბულის” თანადამფუძნებელმა

    „იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზეა ხელმისაწვდომი. სამივე ვერსიის მოსმენა შესაძლებელია ბულბულის ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში, ასევე YouTube-სა SoundCloud-ზე.

    საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერას წლებია აგრძელებს და მათთვის საქართველოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას ქმნის.