საზოგადოება
    2026-08-21 | 18:30

    Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

    Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

    პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” Gulf-ი შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ირმა ხეცურიანთან დაიწყო თანამშრომლობა.

    Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შექმნილი საქართველოს ბანკის კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. 

    „ჩვენთვის პარალიმპიელი ჩემპიონის მხარდაჭერა ნიშნავს ვიყოთ მის გვერდით არა მხოლოდ გამარჯვების მომენტში, არამედ წარმატებისკენ მიმავალ გზაზეც. გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია პარასპორტსმენების მიღწევების მეტი ხილვადობისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ირმა ხეცურიანის წარმატების გზაზე მის გვერდით ვიქნებით”, - აღნიშნავს ნინო ჯიბლაძე, გალფის მარკეტინგის დირექტორი. 

    ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

    საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

    კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

    რომელი ბრენდი იქნება შემდეგი?