მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღება იწყება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
პრესრელიზის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.
ყველი - 2 კგ;
ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
უკრემონამცხვარი
კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.