სამართალი
    2026-08-25 | 14:28

    ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

    ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.

    რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, “არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი”.

    დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია.

    ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება გუშინ წაუყენეს.