საზოგადოება
    2026-08-27 | 10:42

    მოსახლეობას მალე მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა - თბილისის მერია

    მოსახლეობას მალე მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა - თბილისის მერია

    მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

    მერიის ცნობით, მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

    „ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.