კომენტარი
    2026-09-02 | 11:10

    “არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო - ხატია დეკანოიძე

    “არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო - ხატია დეკანოიძე

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის  შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაში არსებული ფორმულირებები "საგანგაშოა".

    "ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა:

    განსაკუთრებით რიჟვაძისა და ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილის შემთხვევებში.

    “არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება მის წერილში და საკმაოდ საგანგაშო.

    მსგავსი ფორმულირება ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უმძიმეს დანაშაულს, რომელზეც მიანიშნებს ღარიბაშვილი.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ", - წერს ხატია დეკანოიძე.

    მსგავსი სტატიები