პოლიტიკა
    2026-09-02 | 14:43

    არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი, პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი - შალვა პაპუაშვილი

    არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი, პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი - შალვა პაპუაშვილი

    ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

    „ჩვენ ვიცით, ვინც იყენებს ამ მეთოდებს და უკვე წლებია, შეჩვეული ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის, თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია, გამოყენება, რათა პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. ამ შემთხვევას რაც შეეხება და ადამიანს, რომელმაც, თუ არ ვცდები, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც არის ეს ისტორია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგიერთმა ადამიანმა, ვგულისხმობ ჟურნალისტს, ვინც გამომსარჩლებლად არიან ქცეული იმ ადამიანის, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა საკუთარი სიცოცხლე, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი. ხდება კიდევ სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება.

    „ვისურვებდი, სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს პროკურატურას, გამოძიებას, თუ არსებობს არგუმენტირებული პასუხები, გაეცეს სამართლებრივი პასუხები. სხვადასხვა დროს გვინახავს პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, ამ ბრალს სჭირდება პასუხი. სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები, ვფიქრობ, რომ ზედმეტია.

    არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი. ჩვენ შეგუებული ვართ, როდესაც ხდება ყურადღების გადატანის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციებით. სამართლებრივ კითხვებს სჭირდება სამართლებრივი და არა პოლიტიკური პასუხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ბურუსით მოცული გარემოება.

    „საბედნიეროდ, ეს მცდელობა იყო წარუმატებელი, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი, რომ არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით იყოს მოცული ან გაუგებარი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

    შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ახლა გარკვეულ სპეკულაციებს მიმართავს.

    „ამ განცხადებებიდან გამომდინარე, გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომლებიც, ფიქრობს, თითქოს გამოაცოცხლებს, ბაჩალიაშვილის საქმე იქნება, თუ სხვა ასეთი გარემოებები. მაშინ ოპოზიცია და მედია უსინდისოდ, ოჯახის ემოციებზე თამაშით შეეცადნენ, ადამიანის გარდაცვალებით სპეკულაცია მოეხდინათ, დღემდე არ ასვენებენ ოჯახს ამ სპეკულაციებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

     

    წყარო