სამართალი
    2026-09-03 | 11:36

    თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

    თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

    თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

    სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „მარიხუანა“.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.