პოლიტიკა
    2026-09-03 | 14:42

    ღარიბაშვილის ოჯახმა მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელახლა გადაიკითხოს და ისევ თუ იტყვიან, რომ კორუმპირებული არ არის, ამ ქვეყანაზე სინდისი არ ყოფილა - თენგიზ შარმანაშვილი

    ღარიბაშვილის ოჯახმა მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელახლა გადაიკითხოს და ისევ თუ იტყვიან, რომ კორუმპირებული არ არის, ამ ქვეყანაზე სინდისი არ ყოფილა - თენგიზ შარმანაშვილი

    საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ფაქტებია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ის ხალხი წავიდა, რომლებსაც თავისი სამშობლოსთვის მანამდე უზარმაზარი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამიტომ, ის, რომ ოდესღაც სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურე, სამწუხაროდ, იმის გარანტია არ არის, რომ ხვალ შეცდომა არ დაუშვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

    შარმანაშვილის თქმით, სამწუხაროდ, „დიფ სთეითს“ ირაკლი ღარიბაშვილზე ზემოქმედების მოხდენა გამოუვიდა.

    „ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ - შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს - ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. [ღარიბაშვილზე] გამოუვიდათ!  თქვენ ეს საბავშვო ბაღის გაერთიანება ხომ არ გგონიათ? მათ უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ევრობიუროკრატიას მართავენ და ბევრი ქვეყნის მთავრობას თავიანთ ჭკუაზე ათამაშებენ. როცა ღარიბაშვილი პრემიერი იყო, შეიძლება, მაშინ არ მართავდა, მაგრამ მასზე ზემოქმედება შემდეგ მოახდინა. შეიძლება, მართავდა, მაგრამ რისი მტკიცებულებას არ მაქვს, არ ვისაუბრებ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი თუ იქიდან არ არის კოორდინირებული, ლომჯარია, გვარამია, ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივზე არ ისაუბრებენ ისე, რომ მძიმეც კი არ გადაანაცვლონ. ვინმე თუ გულუბრყვილოა, მას ეგონოს, რომ ეს შემთხვევით ხდება. საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ფაქტებია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ის ხალხი წავიდა, რომლებსაც თავისი სამშობლოსთვის მანამდე უზარმაზარი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამიტომ, ის, რომ ოდესღაც სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურე, სამწუხაროდ, იმის გარანტია არ არის, რომ ხვალ შეცდომა არ დაუშვა. რაც შეეხება იმას, რომ ღარიბაშვილი კრისტალურად სუფთაა, მისმა ოჯახმა მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელახლა გადაიკითხოს და ისევ თუ იტყვიან, რომ კორუმპირებული არ არის, ამ ქვეყანაზე სინდისი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ოჯახის წევრებზე ვერასოდეს ვბრაზდები, რადგან არ შეიძლება, რაციონალური აზროვნება მოსთხოვო დედას, ძმას, მეუღლეს. როცა ვინმეს უჭირს, ნათესავების რაციონალურ ქმედებაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

    მსგავსი სტატიები