პოლიტიკა
    2026-09-03 | 19:06

    ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს - ლევან ხაბეიშვილი

    ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს - ლევან ხაბეიშვილი

    "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს და აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემაზე საუბრობს.

    „აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემა: ივანიშვილს დაურეკეს კრემლიდან, ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს და მის ძმას სთხოვა ამ საწვავის მოძიება და, სავარაუდოდ, ჩხარტიშვილმა ჩართო სქემაში „ქონექთი“.

    ამის შემდეგ სქემაში ჩართეს გეკა გელაძე და ეს ტვირთი გააცილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებისთვის.

    ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს!“, - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

    მსგავსი სტატიები