საზოგადოება
2026-09-08 | 10:33
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 08:52 საათზე, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.