მსოფლიო
2026-09-08 | 15:01
უნგრეთმა ვენის კონვენციით მიუღებელ საქმიანობაში ბრალდებული 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, აღნიშნული პირები დიპლომატებისთვის ვენის კონვენციით მიუღებელ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.
„ეს არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უნგრეთი აპირებს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვას დაეფუძნება“, – განაცხადა ანიტა ორბანმა.