პოლიტიკა
    2026-09-08 | 17:54

    „ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა - განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა - ვატო სურგულაძე

    „ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა - განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა - ვატო სურგულაძე

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და სამედიცინო მომსახურებების ღირებულება კვლავ იზრდება და ხელისუფლების პოლიტიკა მოსახლეობისთვის რეალურ შეღავათს ვერ უზრუნველყოფს.

    სურგულაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანტიბიოტიკები 14%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები — 12%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები — 9%-ით, სტომატოლოგის მომსახურება — 7%-ით, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები — 5%-ით გაძვირდა.

    მისი თქმით, რეფერენტული ფასების დაწესებისა და თურქული მედიკამენტების იმპორტის მიუხედავად, მოსახლეობისთვის მედიკამენტების შეძენა კვლავ პრობლემად რჩება.

    „ფაქტია, რომ „ოცნების“ რეფორმა შედეგს არ იძლევა და მოსახლეობა ვერანაირ შვებას ვერ გრძნობს. განსაკუთრებით მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა. მთავრობის წევრების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება, პენსიას კი მხოლოდ 20 ლარი ემატება“, — განაცხადა სურგულაძემ.

    მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, სახელმწიფომ პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამა შემოიღოს.

    სურგულაძის განცხადებით, მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება სურსათისა და მედიკამენტების შეძენას შორის და მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი მედიკამენტები.