მსოფლიო
2026-09-09 | 09:42
აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა - CENTCOM
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა.
„აშშ-ის სამხედრო გემმა წარმატებით აირიდა ირანის თავდასხმის მცდელობები და რეგიონული წყლების პატრულირება განაგრძო“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკული სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა.
მსგავსი სტატიები
2026-09-09 | 09:49
ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა - Reuters