მსოფლიო
    2026-09-09 | 10:05

    წუხელ, ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    წუხელ, ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.

    „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალი“ ნოვოროსიისკის საზღვაო-სავაჭრო პორტის ნაწილია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.

    ნოვოროსიისკის მოსახლეობის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

    ნოვოროსიისკის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ხანძრის გაჩენის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მიყენებული ზიანის მასშტაბი არ დააკონკრეტა.