მსოფლიო
    2026-09-09 | 15:55

    სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

    სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

    სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. არჩევნები 2026 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

    ვუჩიჩის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში სერბეთის რესპუბლიკის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების დღიდან შედის. ამავე დღიდან დაიწყება საარჩევნო პროცედურებისთვის კანონით გათვალისწინებული ვადების ათვლა.

    სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მაცუტმა მთავრობის 7 სექტემბრის საგანგებო სხდომაზე პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა.

    მისი თქმით, არჩევნები წარმოადგენს შესაძლებლობას, გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, უარყოფილ იქნას ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა და პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან ინსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდეს.

    მაცუტის განცხადებით, ახალი მთავრობის არჩევამდე მოქმედი მინისტრთა კაბინეტი საქმიანობას იმავე ენერგიით, პასუხისმგებლობითა და ტემპით გააგრძელებს.

    კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებს სახელმწიფოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრამდე არანაკლებ 45 და არაუმეტეს 60 დღე უნდა გავიდეს.