მსოფლიო
2026-09-10 | 15:28
შავ ზღვაში გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანელი დაიღუპა - აზერბაიჯანის საგარეო უწყება
შავ ზღვაში სატვირთო გემ TEDY-ზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, თავდასხმა 9 სექტემბერს მოხდა. გემის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისა და მუშაობისგან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, მათ შორის, ასეთ მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსა და გემებზე მუშაობისგან.
მსგავსი სტატიები
2026-09-09 | 09:49
ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა - Reuters2026-09-09 | 09:42
აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა - CENTCOM