საზოგადოება
    2026-09-11 | 18:16

    საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ

    საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ

    ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ.

    11 სექტემბერს, Biblusi-ს ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ გადახდისას, Student Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარს), ხოლო sCool Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 50 ლარს) მიიღებენ.

    შეთავაზების მისაღებად Student Card-ის მფლობელებმა ის მობილბანკში, ხოლო sCool Card-ის მფლობელებმა sCoolApp-ში უნდა გაააქტიურონ. გადახდა კი საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ქეშბექი  მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

    ინფორმაციისთვის, Biblusi-ში მომხმარებლებს წიგნებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, რაც შეთავაზებას კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობად აქცევს ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად ან უბრალოდ საყვარელი წიგნის ასარჩევად.

    Biblusi-ს შეთავაზებასთან ერთად, საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის მფლობელებს 200-მდე სხვა შეთავაზებითაც შეუძლიათ სარგებლობა. შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

    მსგავსი სტატიები