კომენტარი
    2026-09-14 | 15:14

    რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება - სალომე ზურაბიშვილი 

    რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება - სალომე ზურაბიშვილი 

    რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს.

    „ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

    მსგავსი სტატიები