მსოფლიო
    2026-10-26 | 09:29

    ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას კი 38.8% აქვს

    ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას კი 38.8% აქვს

    Ipsos/CeSID-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 38.8% აქვს.

    ამ მონაცემების მიხედვით, სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში „სტუდენტური სია“ 141 ადგილს დაიკავებს, ვუჩიჩის პარტია კი, 103-ს. ახალ პარლამენტში დარჩენილ ექვსი ადგილი დანარჩენ ოთხ პარტიაზე გადანაწილდება.

    ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.