ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) 26-ე მოწვევის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
საარჩევნო უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. ხმის მიცემის უფლება ისრაელის დაახლოებით 7.3 მილიონ მოქალაქეს აქვს.
ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმებისა და მას შემდგომ დაწყებული ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტების ფონზე ტარდება.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელში არცერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია დამოუკიდებლად უმრავლესობა, ამიტომ მთავრობას პარტიული კოალიცია აყალიბებს, ხოლო მოლაპარაკებები ხშირად კვირების განმავლობაში გრძელდება. ქნესეთში თითოეულ მანდატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებს, შესაძლებლობა სხვებსაც მიეცემათ. თუ მთავრობის შექმნა ვერ ხერხდება, ინიშნება ახალი არჩევნები, ხოლო მოქმედი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.